e-max.it, posizionamento sui motori

წინა პარაგრაფში მასის ცნება შემოტანილი იყო ორი ურთიერთმოქმედი სხეულის აჩქარებების გაზომვებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე: ურთიერთმოქმედი სხეულების მასები უკუპროპორციულია აჩქარებების რიცხვითი მნიშვნელობებისა

ვექტორული ფორმით ასე გამოისახება:

ნიშანი „მინუსი“ აქ იმ გამოცდილებით ფატზე მიუთითებს, რომ ურთიერთმოქმედი  სხეულების აჩქარებები ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგოდაა მიმართული. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად. სხეულების აჩქარებები გამოწვეულია სხეულების ურთიერთქმედებით აღძრული ძალებით
  და . აქედან გამომდინარეობს, რომ:

ამ ტოლობას ნიუტონის მესამე კანონი ეწოდება.

სხეულები ურთიერთქმედებენ მოდულით ტოლი და ურთიერთ საწინააღმდეგოდ მიმართული ძალებით. იხ. 
სხეულების ურთიერთქმედების დროს აღძრულ ძალებს ყოველთვის ერთნაირი ბუნება აქვთ. ისინი სხვადასხვა სხეულებზე არიან მოდებულნი და არ შეუძლიათ ერთმანეთის გაწონასწორება. ვექტორული წესით მხოლოდ ერთიდაიგივე სხეულზე მოდებული ძალების შეკრებაა შესაძლებელი.
ნახ. 1.–ზე ნიუტონის მესამე კანონია ილუსტრირებული. ადამიანი ტვირთზე მოდულით ისეთივე ძალით მოქმედებს, როგორითაც ტვირთი მოქმედებს ადამიანზე. ეს ძალები ურთიერთსაწინააღმდეგოდაა მიმართული. მათ ერთნაირი ბუნება აქვთ – თოკის დაჭიმულობის ძალა. ორივე სხეულისადმი მინიჭებული აჩქარება უკუპროპორციულია სხეულების მასებისა.


ნახ. 1. ნიუტონის მესამე კანონი. 

ერთიდაიგივე სხეულის ნაწილებს შორის მომქმედ ძალებს შინაგან ძალებს უწოდებენ. თუ სხეული, როგორც მთელი ისე მოძრაობს, მაშინ მისი აჩქარება მხოლოდ გარეგანი ძალის მოქმედებით განისაზღვრება. შინაგანი ძალები ნიუტონის მეორე კანონში არ მონაწილეობს, რადგანაც მათი ვექტორული ჯამი ნულის ტოლია. მაგალითისათვის განვიხილოთ ნახ. 1,29,2, რომელზეც გამოსახულია ერთმანეთთან უჭიმვადი ძაფით მყარად გაკავშირებული ორი,  m1 და m2 მასის სხეული, რომლებიც ერთნაირი  აჩქარებით მოძრაობენ გარე  ძალის მოქმედებით. სხეულებს შორის შინაგანი ძალები მოქმედებენ, რომლებიც ნიუტონის მესამე კანონს ემორჩილებიან:  თითოეულის მოძრაობა დამოკიდებულია მათ შორის ურთიერთქმედების ძალებზე. ნიუტონის მეორე კანონის გამოყენება თითოეული სხეულისათვის ცალ–ცალკე შეიძლება დაიწეროს:

ამ განტოლებების მარცხენა და მარჯვენა მხარეების შეკრებითა და  და  გათვალისწინებით, მივიღებთ:

როგორც ვხედავთ, ორი მოძრავი სხეულის სისტემის განტოლებიდან შინაგანი ძალები გამოირიცხა.


ნახ. 2. შინაგანი ძალების გამორიცხვა.