e-max.it, posizionamento sui motori

ტექნიკასა და ჩვენს გარემომცველ სამყაროში ვხვდებით პერიოულ (ან თითქმის პერიოდულ) პროცესებს. რომლებიც ერთნაირი დოის ინტერვალით მეორდებიან. ასეთ პროცესებს რხევებს უწოდებენ. სხვადასხვაგვარი ფიზიკური ბუნების რხევითი მოვლენები საერთო კანონებს ემორჩილებიან. მაგალითად, ელექტროქსელში დენის რხევები და მათემატიკური ქანქარას რხევა შეიძლება ერთნაერი განტოლებებით აღიწეროს. რხევითი კანონზომიერებების ერთნაირობა (ზოგადობა) სხვადასხვა ბუნების რხევითი პროცესების ერთი თვალთახედვით განხილვის  საშუალებას იძლევა.

მექანიკური რევები ეწოდება მექანიკური მოძრაობის აღმწერი (სიჩქარე, გადაადგილება, კინეტიკური და პოტენციური ენერგია დაა.შ.) ფიზიკური სიდიდეების პერიოულ (ან თითქმის პერიოდულ) ცვლილებებს.

თუ გარემოს რომელიმე წერტილში, რომლის ახლოსაც განლაგებილი ატომები ან მოლეკულები განიცდიან ძალის მოქმედებას, აღიძვრება მექანიკური რხევა, მაშინ ეს პროცესი, გარემოზე დამოკიდებული სასრული სიჩქარით გავრცელდება წერტილიდან წერტილამდე. ასე წარმოიქმნება მექანიკური ტალღები. ასეთი პროცესის მაგალითს ჰაერში ბგერითი ტალღების გავრცელება წარმოადგენს.

ესევე როგორც რხევები. სხვადასხვა ბუნების ტალღური პროცესებსაც (ბგერა, ელექტრომაგნიტური ტალღევი, ტალღები სითხის ზედაპირზე და ა.შ.) ბევრი საერთო აქვთ. სხვადასხვა ბუნების ტალღების გავრცელება შეიძლება ერთიდაიგივე მათემატიკური განტოლებებით აღიწეროს. ამაში მდგომარეობს მათემატიკური სამყაროს ერთიანობა.