(განსაზღვრება) ელექტრული დენი არის დამუხტული ნაწილაკების (სხეულების) მიმართული მოძრაობა ნივთიერებაში ან ვაკუუმში.

ნაწილაკებს, რომლებსაც გადააქვთ მუხტი "მუხტის მატარებელი" ეწოდებათ. ლითონებში ეს არის ელექტრონები, ელექტროლიტებში – იონები, აირებში – ელექტრონები და იონები, ნახევარგამტარებში – ელექტრონები და ხვრელები. დენის დადებით მიმართულებად მიჩნეულია დადებითი მუხტის გადატანის მიმართულება. წირებს, რომელთა მხებები ემთხვევა  დადებითი მუხტის მატარებლების მიმართულ სიჩქარეს, დენის წირებს უწოდებენ. აქ   არის ე.წ. "დრეიფული სიჩქარე". გავიხსენოთ, რომ დრეიფული სიჩქარე გაცილებით ნაკლებია ვიდრე უწესრიგო, ქაოტური, სითბური მოძრაობის სიჩქარე.

ელექტრული დენის რაოდენობრივი მახასიათებლები არის დენის ძალა და დენის სიმკვრივე. 

(განსაზღვრება) დენის ძალა  ეწოდება რაღაც  ზედაპირში dt მცირე დროის შუალედში გადატანილი dq მუხტის ფარდობას მისი გადატანის დროის შუალედზე:

                                       (20.1)

როგორც განსაზღვრებიდან ჩანს, დენის ძალა არის სკალარული სიდიდე. ელექტრული დენი ითვლება მუდმივად თუ დენის ძალის სიდიდე და მიმართულება არ იცვლება.

თუ დენი გადის წვრილ სადენში, მაშინ ზედაპირი   (20.1) განსაზღვრებაში არის სადენის განიკვეთი. თუმცა დენი შეიძლება გადიოდეს ნებისმიერი ფორმის გამტარ გარემოში. ამსთან დენი  ზედაპირში შეიძლება არათანაბრად იყვეს განაწილებული. უფრო დეტალური დახასიათებისთვის იყენებენ დენის სიმკვრივეს .
(განსაზღვრება) ელექტრული დენის სიმკვრივე  არის ვექტორი, რომლის მიმართულებაც ემთხვევა დადებითი მუხტის მატარებლების მოწესრიგებული მოძრაობას . ამ ვექტორის მოდული ტოლია დენის ძალის ფარდობისა იმ მცირე ზედაპირის ელემენტის ფართობთან, რომელიც დენის პერპენდიკულარულია:

                                            (20.2)

სურვილის შემთხვევაში მიმართულებაზე ინფორმაცია შეიძლება გავითვალისწინოთ განსაზღცრების ვექტორულ-ანალიზური ფორმით ჩაწერით:

                                        (20.3)

განსაზღვრებიდან ადვილი მისახვედრია, რომ მატარებელთა მუხტი არის , ხოლო მათი კონცენტრაცია n (ერთეულ მოცულობაში ნაწილაკთა რიცხვი), მაშინ დენის სიმკვრივე იქნება

                                            (20.4)

დენის სიმკვრივე არის ლოკალური მახასიათებელი, ანუ, ზოგადად, ის შეიძლება გამტარი გარემოს სხვადასხვა წერტილებში იცვლებოდეს ! თუ გვეცოდინება ვექტორი  სივრცის ყოველ წერტილში, შეიძლება დენის ძალის პოვნა ნებისმიერ ზედაპირში :

.                                             (20.5)