Wolfgang Ernst Pauli (25 აპრილი, 1900 ― 15 დეკემბერი, 1958) — შვეიცარიელი ფიზიკოს თეორეტიკოსი და ქვანტური ფიზიკის ერთ-ერთი პიონერი. 1945 წელს აინშტაინის დასახელებით მიიღო ნობელის პრემია პაულის პრინციპის შექმნისთვის. ამ ახალმა აღმოჩენამ სპინების თეორიის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი, რაც თავის მხრივ მატერიის სტრუქტურის თეორიის საძირკველს წარმოადგენს.