შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გთხოვთ გამარკვიოთ საშუალო სიჩქარის გამოთვლაში.
რომელია მართებული მტკიცება? ა) თანაბარწრფივი მოძრაობის სიჩქარე მუდმივია ბ) თანაბარწრფივი მოძრაობის სიჩქარე არ არის მუდმივი გ) ნებისმიერი წრფივი მოძრაობის სიჩქარე მუდმივია დ) თანაბარწრფივი მოძრაობის აჩქარება არ არის ნული
რომელი არ არის ძალის ერთეული?   ა) ნიუტინი ბ) კგ.მ/წმ2 გ) კგ.მ/წმ დ) გ.სმ/წმ2
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ სხეულის სიჩქარე მცირდება 3-ჯერ მაშინ მისი იმპულსი  ა)მცირდება \sqrt{3}-ჯერ ბ)მცირდება 3\sqrt{3}-ჯერ გ) მცირდება 3-ჯერ დ)მცირდება 9-ჯერ
გამარჯობათ,მაინტერესბს 27 აგვისტოს მართლაც ყველაზე ახლოს მოვა მარსი დედამიწასთან და 00:30 საათზე ცაზე მარსსაც და მთვარესაც ერთდროულად  დავინახავთ ?
გამარჯობათ.მე ვარ აბიტურიენტი,და ვემზადები საატესტატო გამოცდებისთვის.მე მაქვს რამდენიმე შეკითხვეა.მოცმულია 5 კგ შაქარი, რომლის მოცულობაა 500 სმ3.უნდა ვიპოვოთ სიმკვრივე.ეს პირველი ამოცანაა. თუ მიპასუხებთ გამოგიგზავნით სხვა შეკითხვებსაც. გთხოვთ დამეხმაროთ.
თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რას იწვევს ერთი სახის ენერგიის შემცირებას ან რის ხარჯზე ხდება რომელიმე ენერგიის ზრდა? სად "ქრება" ენერგია როცა ის ნულის ტოლის ხდება ? მადლობთ წინასწარ !
მოგესალმებით უღრმესი პატივისცემით... მე ფიზიკა ყოველთვის მიტაცებდა.. მაგრამ რაღაც მიზეზებისდა გამო ვერ მოხერხდა რომ ფიზიკა მცოდნოდა.. თქვენთან მაქვს ერთი ფრიად საპასუხისმგებლო შეკითხვა და უღრმესი პატივისცემით  მინდა გკითხოთ: გვაქვს 4 ნათურა.. ეს 4 ნათურა არის გვერთით ოთახში.. და ჩამრთველები იმ ოთახშია სადაც მე ვარ.. ეხლა რა ხდება .. მოკლედ ვრთავთ ერთერთ ჩამრთველს და გვერდით ინთება ნატურა ოღონდ არ ვიცით რომელი... კითხვა არის შემდეგი : როგორ უნდა გავარკვიოთ რომელი ნათურა აინთო? (ყველა ჩამრთვე........
გამარჯობათ.გვაქვს თოკი რომელიც უძლებს F=150 ნიუტონ დატვირთვას.ზედ ჩამოკიდებულია m=10 კგ ტვირთი.ეს თოკი  მოძრაობს აჩქარებით.რა მაქსიმალურ სიმაღლეზე შეძლებს ეს თოკი იმ ტვირთით ასვლას?
გემი მოძრაობს მდინარეში.იგი მოძრაობდა მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმარტულებით.როცა ის იყო ხიდის ქვეშ მის ერთ ერთ მგზავრს ჩაუვარდა ანკესი. გავიდა რა 30 წთ, მან შეამჩნია რომ დაკარგა ანკესი და უკან მობრუნდა. (ახლა მოძრაობს მდ.მიმ.) და დაეწია ანკესს ხიდიდან 5 კილომეტრში. იპოვეთ მდინარის დინების სიჩქარე. ეს ამოცანა ამოხსენით მდინარის სისტემაში და არა დედამიწის მიმართ. გთხოვთ დეტალურად ამიხსნათ.
სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აღიწერება x=-360+10t განტოლებით, ამავე გზატკეცილზე ქვეითის მოძრაობა კი x=-2t განტოლებით. რა სიჩქარით მოძრაობენ ისინი? სად და როდის შეხვდებიან ერთმანეთს?
თქვენი აზრით, კიბეებზე არბენისას უფრო მეტ მუშაობას ასრულებთ,თუ ნელა ასვლისას? პასუხი დაასაბუთეთ.
გთხოვთ, რამე ინფორმაცია მინდა სპექტომეტრზე და დამილინკეთ, ძალიან მჭირდება.
ამწეს თანაბრად გადააქვს 3000 კგ მასის ტვირთი 20მ სიმაღლეზე,შემდეგ 10მ სიმაღლეზე,შემდეგ ტვირთს ჰორიზონტალურად გადააადგილებს და 5 მეტრით უშვებს ქვევით.გამოთვალეთ, რა სიდიდის მუშაობას ასრულებს ამწე.
განსაზღვრეთ 36კ მუხტის ველის დაძაბულობა მისგან 9 და 18სმ-ით  დაშორებულ წერტილებში.
ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ მჭირდება: 1)50ტ მასის რეაქტიული თვითმფრინავი დედამიწის მიმართ 3000მ/წმ სიჩქარით მოძრაობს.განსაზღვრე მფრინავის კინეტიკური ენერგია:ა)დედამიწის მიმართ  და ბ)თვითმფრინავის მიმართ. 2)გამოთვალეთ მუშაობა,რომელიც 3 წთ-ის განმავლობაში სრულდება წყლის ტუმბოს მიერ,თუ მისი საშუალებით 1წმ-ში 50ლ წყალი 20მ სიმაღლეზე მიეწოდება.
1) 800მ/წმ სიჩქარით მოძრავი 9გ მასის მქონე ტყვია ხვდება ფიცარს და რაღაც სიღრმეზე ჩერდება.გამოთვალე,რა მუშაობა შეასრულა ტყვიამ ხახუნის ძალის დაძლევაზე. 2) ამწეს,რომელიც 2კვტ სიმძლავრის ელექტროძრავას მოჰყავს მოძრაობაში, 0.9 ტ ლითონის კონსტრუქცია 100მ სიმაღლეზე 10წთ-ში ააქვს.გამოთვალე ელექტროძრავას მქკ(მარგი ქმედების კოეფიციენტი) 3) დახრილი სიბრტყის დახმარებით ტვირთის 2,4მ სიმაღლეზე ასატანად 3600ჯ მუშაობა შეასრულეს.განსაზღვრეთ ტვირთის წონა,თუ დახრილი სიბრტყის მქკ 40%-ია. ძალიან,ძალიან გთხოვთ დამ........
გთხოვთ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება:(((  ამ ამოცანას ვერ ვხსნი. წერტილოვანი მუხტის ელექტრულიველის ორი წერტილის პოტენციალები ოთხჯერ განსხვავდება ერთმანეთისაგან.რამდენჯერ განსხვავდება ერტმანეტისაგან ველის დაძაბულობები ამ წერტილებში??? წინასწარ გიხდით დიდი მალობას!!!!!
სიჩქარისა და აჩქარების გეგმილები როდის ითვლება დადებითდ და როდის  უარყოფითად,  კერძოდ თუ ზამბარა გამოყვანილია წონასწორობიდან  და ტვირთი გადახრილია მარცხნივ? 
რა არის მარგი ქმედების კოეფიციენტი?