შეკითხვა:

თუ მერხევი სხეულის ამპლიტუდა გაიზარდა 3 - ჯერ, მაშინ მისი სრული მექანიკური ენერგია გაიზრდება ..... მადლობას გიხდით წინასწარ.

პასუხი:

სრული მექანიკური ენერგია შეადგენს პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ჯამს. ჰარმონიული რხევისას კინეტიკური ენერგია გადადის პოტენციურში და პირიქით. ასე რომ სრული ენერგია ტოლია როგორც მაქსიმალური პოტენციური ენერგიის ასევე მაქსიმალური კინეტიკური ენერგიის. ჩავწეროთ მაქსიმალური კინეტიკური ენერგია

\(E_{tot}=E_{kmax}=\frac{mv_{max}^{2}}{2}\)\(E_{tot}=E_{kmax}=\frac{mv_{max}^{2}}{2}\)      (1)

აქ მახსიმალური სიჩქარე არის

\(v_{max}=A\omega\)                  (2)

სადაც A არის რხევის ამპლიტუდა და არის \(\omega\) სიხშირე. ჩავსვათ განტ. (2) განტ (1)-ში

 \(E_{tot}=\frac{mA^{2}\omega ^{2}}{2}\)

ამდენად, თუ A ამპლიტუდა გაიზარდა 3-ჯერ, სრული ენერგია გაიზრდება 9-ჯერ.