შეკითხვა:

მოგესალმებიტ პატივცემულო ისევ მე და ისევ მე :D

რაღაც კითხვა გამიჩნდა თვითონ მოვიფიქრე პასუხი მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია იქნებ  შემიმოწმოთ :D

ავიღოთ რაღაც დისკო რომელზეც დევს A ნაწილაკი ვთქვათ ამ ნაწილაკზე მოქმედებს კორიოლისის ძალა (ანუ ნაწილაკს აქვს რაღაც სიჩქარე დისკოს მიმართ) კორიოლისის ძალის  "წყალობით" ეს ნაწილაკი ამ მოძრავ დისკოზე შემოწერს წრეწირს სადაც სიმრუდის რადიუსია 2w/v ახლა ვთქვათ ამ ნაწილაკის მიერ შემოწერილი წრეწირის ცენტრში დგას B დამკვირვებელი როგორ შეაფასებს ეს დამკვირებელი ამ ნაწილაკზე მოქმედ ძალებს ? თვითონ ამ დამკვირვებელზე მოქმედებს ცენტრიდენული ძალა გამოწვეული დისკოს ბრუნვით ეს დამკვირვებელი რადგან იმყოფება არაინერციულ სისტემაში იტყვის რომ ჩემზე მოქმედებს რაღაც მიზიდულობის ძალა მაგრამ ინერციის ძალის დახმარებით ვარ უძრავი ხოლო ტვითონ A ნაწილაკის მოძრაობას ის შეაფასებს ზუსტად ისე როგორც ჩვენ ვაფასებთ საქანელას მოძრაობას https://ibb.co/cfU0fyდამკვირვებლისათვის მიზიდულობის ძალად დარჩება ცენტრიდენული ძალა ხოლო დაჭიმულობის ძალის როლს შეასრულებს კორიოლისის ძალა

პასუხი:

koriolisi.png - 85.76 kB

 

----------------------------------------

ვატყობ კორიოლისი  ძალიან გაწუხებს... ადრეც იკითხე ამის თაობაზე.

 

მოვიყვან ისეთ მაგალითს, რომელიც შეესაბამება  შენს კითხვას:

დავუშვათ  დედამიწის მიმართ( შეიძლება  ჩაითვალოს ინერციულ სისტემად)  სხეული ასრულებს   ჰორიზონტალურ  ჰარმონიულ რხევას   რაიმე  პერიოდით.  დედემიწის მიმართ ამ რხევებს განაპირობებს  სათავიდან   წანაცვლების   პროპორციული  რაიმე  ძალა (მაგ ზამბარა). 

დავუშვათ სათავეზე გავლებული ვერტიკალური   ღერძის მიმართ ჰორიზონტალურ სიბრტყეში     პერიოდით   თანაბრად ბრუნავს   რიმე დისკო (ხახუნი სხეულსა და დისკოს შორის უგულებელყოფილია)... მაშინ დისკოს მიმართ(არაინერციული)  ეს სხეული შეასრულებს გარკვეული ტრაექტორიისა  და      პერიოდის   ციკლურ  მოძრაობებს.

ყველა  შემთხვევაში   დისკოზე მყოფი დამკვირვებელი  იტყვის, რომ  სხეულზე   ზამბარის დრეკადობის (ფქტიური)ძალის   გარდა  სხეულზე  ასევე მოქმედებს ტრაექტორიის გამმრუდებელი  კორიოლისის (ფქტიური) ძალა...  დისკოზე მყოფ დამკვირვებლის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არა აქვს... მთავარია იბრუნოს

შეგახსენებ, რომ    Fk = 2m [ W ]