შეკითხვა:

ტოლი სიგრძის ძაფებით ერთ საკიდზე დაკიდებული M მასის ორი ბურთულიდან ერთ-ერთი გადაწიეს საკიდის სიმაღლლემდე და გაუშვეს ხელი, განსაზღვრეთ რა მაქსიმალურ კუთხეზე გადაიხრება ვერტიკალიდან მეორე ძაფი ბურთულების აბსოლიტურად დრეკადი დაჯახების შემდეგ..მადლობა დიდი თუ დამეხმარებით <3

პასუხი:

როგორც  დრეკადი, ასევე  არადრეკადი შეჯახებების დროს ადგილი აქვს  იმპულსის  მუდმივობის  კანონს.   ამასთან   აბსოლუტურად   დრეკადი  შეჯახების დროს ადგილი აქვს  მექანიკური ენერგიის შენახვის კანონსა( არადრეკადი შეჯახების დროს   მექ ენერგიის ნაწილი  გადავა შინაგან  ენერგიაში(გაცხელება/დეფორმაცია)).

ამ შემთხვევაში    აბსოლუტურად    დრეკადი   შეჯახებაა(ო)... ამიტომ    ზოგადად  ასეთი  ამოცანები  უნდა  ამოიხსნას  განტოლებათა სისტემის ამოხსნით....ა)-----  იმპ   მუდმ    და    ბ) -----   მექ  ენერგ   მუდმ.

ტოლი მასის  ბურთულების    შემთხვევაში   აბს დრ შეჯახების დროს   ამ   სისტემის   ამოხსნას   მივყავართ   დასკვნამდე:    ტოლი  მასის  ორი   ბურთულა     აბსოლოტურად   დრეკადი   შეჯახების დროს     ერთმანეთში     ცვლიან  იმპულსებს(ანუ  სიჩქარეებს).   მაგ   თუ:

ა)   მარჯვნივ   მოძრავი  პირველი   v-თი    ეჯახება    უძრავ   მეორეს,  მაშინ  პირველი     ჩერდება  და მეორე  ამოძრავდება  მარჯვნივ  v-თი.  (აი  ამ  შემთხვევასთან  გვაქვს   საქმე  შენს  შემთხვევაში.... )

ბ)    მარჯვნივ   მოძრავი  პირველი  3v-თი    ეჯახება   ასევე მარჯვივ  v -თი მოძრავ    მეორეს.....  შეჯახების  შემდეგ   ორივენი   მოძრაობენ  მარჯვნივ --  პირველი  v-თი   და მეორე   3v-თი

გ)     მარჯვნივ   მოძრავი  პირველი  3v-თი    ეჯახება    მარცხნივ  v -თი მოძრავ    მეორეს.....  შეჯახების  შემდეგ     პირველი  მოძრაობს   მარცხნივ  v-თი   და მეორე   კი   მარჯვნივ    3v-თი.

განსხვავებული   მასის ბურთულების   შემთხვევაში  კი  მოძრაობის საბოლოო სურათს   ''ხატავს''  უშუალოდ   მასათა   კონკრეტული   მნიშვნელობები...   მაგ  როგორი  იქნება მოძრაობის  საბოლოო სურათი თუ   3v -თი    მარჯვნივ   მოძრავი   m  მასის  ბურთულა   აბსოლუტურად   დრეკადად  ეჯახება   v -თი   მარცხნივ   მოძრავ   2m მასის   ბურთულას?     დაამუშავე  თაავად...  (m  მარცხნივ  7v /3  -თი და 2m  მარჯვნივ 5v /3 -თი)

----------------------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227.....    514-227-447

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ზოგადი  უნარების, ფიზიკისა  და   მათემატიკის   ონლაინ  სწავლება  მოსწავლეებისთვის  და  აბიტურიენტებისთვის,

მასწავლებლების   მომზადება   ფიზიკის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის   ონლაინ რეჟიმში.