შეკითხვა:

გამარჯობათ. გავიგე რომ ეს საიტი მუშაობს, მაგრამ ჩესმ წინა კითხვაზე პასუხი არ მიმიღია.გეხვეწებით მიპასუხეთ. სხვა ბევრი ამოცანა მაქ გაუგებარი. მასწავლებელთან სიარულს ვერ ვახერხებთ და გთხოვთ თქვენ გამიწიეთ მასწავლებლობა!!!!!!!!!!

პასუხი:

თქვენს წინა კითხვას პასუხი გაეცა და ლინკიც გამოგეგზავნათ იმეილზე. რაც შეეხება დანარჩენ ამოცანებს: თქვენს მიერ გამოგზავნილი ყველა ამოცანა არ სცდება ელემენტარულ თეორიას და თითოეული მათგანის ამოხსნას არ ჭირდება თითო ფორმულაზე მეტი. საიტის მიზანს არ წარმოადგენს სხვის მაგივრად მეცადინეობა, გაუგებარ ამოცანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვხსნით თუ მასში ოდნავი სირთულე მაინც იქნება, მაგრამ თქვენი ამოცანების ამოსახსნელად საკმარისია თეორიის რამდენჯერმე ყურადღებით გადაკითხვა. რჩევა: წაიკითხეთ თეორია, ამის გაკეთება ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ. აქ ყველასთვის გასაგები ენითაა ახსნილი თითოეული პროცესი. გაანალიზეთ ამოცანაში მიმდინარე პროცესი და შეუთავსეთ მას შესაბამისი ფორმულა! თუკი თეორიის წაკითხვის შემდეგ მაინც ვერ ამოხსნით ამოცანას, დაწერეთ კონკრეტულად რა არის თქვენთვის გაუგებარი, ამ შემთხვევაში სიამოვნებით დაგეხმარებით, მაგრამ თქვენს მაგივრად ჩვენ ამოცანებს ვერ ამოვხსნით!