შეკითხვა:

2 შეკითხვა მაქვს თქვენთან.. 1. ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მოძრავი 3m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა m მასის უძრავ პლასტელინის ბურთულას და შეეწება მას. რისი ტოლია ბურთულების სიჩქარე შეჯახების შემდეგ?

2.ოთხი ერთნაირი საწონი დაკავშირებულია ერთმანეთთან უწონო და უჭიმვადი ძაფით და გადაკიდებულია უწონო ჭოჭონაქზე, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები. თითოეული საწონის მასაა m. რისი ტოლია საწონების აჩქარება? (ხახუნის ძალები უგულებელყავით.)--->ნახაზი ასეთია, უძრავი ჭოჭონაქის მარცხენა მხარეს ერთი კუბიკია(ტვირთი), მეორე მხარეს სამი ერთმანეთის მიყოლებით მიბმული. 

..... აღმოვაჩინე რომ მესამე შეკითხვაც მქონია :(((

3. გარკვეული ძალის მოქმედებით t დროის განმავლობაში m მასის თავდაპირველად უძრავმა სხეულმა შეიძინა p იმპულსი. რა იმპულსს შეიძენს იმავე ძალის მოქმედებით 2t დროში 2m მასის თავდაპირველად უძრავი სხეული?--------------->უძალიანესად გთხოვთ ეს ამოცანები ამომიხსენით, naec.ge-ზე საგამოცდო ნიმუშებში იდო და ვერ გავაკეთე >_< :((

პასუხი:

1)   იხილე ვიდეოპასუხი

2)  ძაფს მარცხენა ბოლოში ''ქაჩავს''  mg  ძალა - მარჯვენა ბოლოში კი   3mg , რი გამოც   4m მასის   სისტემა  არ იქნება წონასწორობაში და  იმოძრავებს რაღაც  a აჩქარებით, რომელიც

გამოწვეული ძალთა სხვაობით  F =  3mg - mg = 2mg ...  ეს ძალა  4m   მასის სისტემას ანიჭებს აჩქარებას .... ნიუტონის მეორე კანონის თანახმად   ამ სისტემისათვის  F = 4ma .... ანუ   4ma = 2mg .....

------->>>>>>>  a = g/2     

ამის შემდეგ შეგიძლია  დათვალო ჭოჭონაქზე გადადებული ძაფის დაჭიმულობის   T ძალაც:  ამისათვის კი უმჯობესი ექნება განვიხილოთ მხოლოდ მარცხენა ტვირთის მოძრაობის დინამიკა....    მას   ქვევით ''ქაჩავს''  mg  სიმძიმის  ძალა , ზევით კი ძაფის   დაჭიმულობის  T  ძალა   და მათი ზევით  მიმართული  ტოლქმედი  F = T - mg   ამ ტვირთს ანიჭებს იგივე   a  აჩქარებას( ყველა ტვირთი ერთიდაიგივე  აჩქარებით მოძრაობს) ... აქაც დავწერთ ნიუტონის მეორე კანონს  ამ ტვირთისათვის    F = ma.......T - mg = mg/2

-------->>>>> T =  1.5 mg   

ანალოგიური მსჯელობით შეგიძლია გამოთვალო   ძაფის დაჭიმულობის ძალები მარჯვენა მხერეს დაკიდებულ თითოეულ   ტვირთს   შორისაც  

3)  როდესაც   სხეული    რაღაც    მუდმივი ძალის  მოქმედებით    უძრაობის მდგომარეობიდან   იწყებს   აჩქარებულ   მოძრაობას, გარკვეული დროის შემდეგ იგი შეიძენს იმპულსს.....   ისე რომ ძალის იმპულსი  Ft  სხეულის მიერ შეძენილი  P  იმპულსის   ტოლია    .....

ჩავწეროთ ეს კანონი ორივე შემთხვევისათვის  (როგორც პირობაშია ნათქვამი ძალა ორივე შემთხვევაში  ერთნაირია)

Ft  = P...........(1) 

F2t = P? ...........(2)  ------->>>>>>>  P? = 2P

როგორც ხედავ ამ ამოცანაში ინფორმაცია მასის შესახებ სრულიად ზედმეტია

------------------------------

ოლეგი გაბრიაძე