e-max.it, posizionamento sui motori

რხევითი და ტალღური პროცესები, რომლებიც ფიზიკის სხვადასხვა ნაწილებში შეისწავლება, კანონზომიერებათა გასაოცარ ერთიანობას ავლენენ. ზამბარაზე ტვირთის რხევა და რხევითი პროცესები ელექტრულ კონტურში, ჰაერის სვეტის რხევა საორღანო მილში და მექანიკური საათის სვლა, სინათლისა და ბგერის ტალღების გავრცელება და ა.შ. - ყველა ეს მოვლენა ერთმანეთის მსგავსად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა მათ განსხვავებული ფიზიკური ბუნება აქვთ. რომ ამოვხსნათ, მაგალითად,  ზამბარაზე ტვირთის რხევის ამოცანა ნიუტონის კანონების ცოდნაა აუცილებელი, ელექტრულ კონტურში რხევების ამოცანის ამოხსნისათვის კი ელექტროდინამიკის კანონების ცოდნაა საჭირო. მაგრამ ამ ორ სისტემაში მიმდინარე პროცესების აღწერის მათემატიკური განტოლებები ერთნაერია. ანალოგიურადაა საქმე ტალღურ პროცესებშიც.

რხევითი და ტალღური პროცესების კანონზომიერებათა მსგავსება, სხვადასხვა ფიზიკური ბუნების პროცესების აღმწერი მათემატიკური განტოლებების მსგავსებაში ვლინდება.

ამიტომ ელექტრომაგნიტური რხევებისა და ტალღების შესწავლისას ჩვენ ანალოგიებისთვის „მექანიკურ რხევებსა და ტალღებს“ მივუბრუნდებით.