e-max.it, posizionamento sui motori

მოძრაობის ენერგეტიკული მახასიათებლები ემყარება მექანიკური მუშაობის ანუ ძალის მუშაობის ცნებას.

მუდმივი \(\vec{F}\)​ ძალის მიერ შესრულებული მუსაობა A, ეწოდება ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც ძალის, გადაადგილების მოდულების და \(\vec{F}\)​ ძალის და \(\vec{S}\)​ გადაადგილების ვექტორებს შორის მდებარე კუთხის კოსინუსის ნამრავლის ტოლია (ნახ. 1):

\(A=FS\cos \alpha\).

მუშაობა სკალარული სიდიდეა. ის შეიძლება,  როგორც დადებითი \((0^{\circ}<\alpha \leq 90^{\circ})\), ასევე უაროფითი \((90^{\circ}<\alpha \leq 180^{\circ})\) იყოს. როცა \(\alpha =90^{\circ}\), ძალის მიერ შესრულებული მუშაობა ნულის ტოლია. \(Si\) სისტემაში მუშაობა ჯოულებში (ჯ) იზომება.

1 ჯოული 1 ნ ძალის მიერ, ძალის მოქმედების გასწვრივ, 1 მ–ზე გადაადგილებისას შესრულებილი მუშაობაა.

ნახ. 1.

\(\vec{F}\) ძალის მუშაობა: \(A=Fs\cos \alpha =F_{s}s\)

\(\vec{F}\) ძალის \(\vec{s}\) გადაადგილებაზე  გეგმილი \(\vec{F}_{s}\) მუდმივი რჩება, მუშაობა  მცირე \(\Delta s_{i}\) გადაადგილებებისათვის უნდა გამოითვალოს და შედეგები აიჯამოს:

\(A=\sum \Delta A_{i}=\sum F_{si}\Delta s_{i}\).

როცა \((\Delta s_{i}\rightarrow 0)\), ეს ჯამი გადადის ინტეგრალში.

მუშაობა  გრაფიკულად გამოისახება \(F_{s}(x)\) გრაფიკის მრუდწირული ფიგურასა და \(OX\) ღერძს შორის მოქცეული ფართობით (ნახ. 2).

ნახ. 2.

მუშაობის  გრაფიკულო გამოისახვა. \(\Delta A_{i}=F_{si}\Delta s_{i}\)

ისეთი ძალის მაგალითად, რომლის მოდულიც კოორდინატზეა დამოკიდებული, შეძლება ზამბარის დაჭიმულობის ძალა განვიხილოთ. ეს ძალა ჰუკის კანონს ემორჩილება. ზამბარის გასაჭიმად მას უნდა. მოდულით ზამბარის წაგრძელიბის პროპორციალი \(\vec{F}\) ძალა მოვდოთ (ნახ. 3).

ნახ. 3.

ზამბარის გაჭიმვა. გარე  \(\vec{F}\) ძალის მიმართულიბა ემთხვევა გადაადგილების მიმართულებას \(\vec{s}\cdot F_{s}=kx,\)  \(k\) – ზამბარის სიხისტეა. \(\vec{F}_{dach}=-\vec{F}\)

გარე ძალის მოდულის \(x\)ღერძისადმი დამოკიდებულება გარაფიკზე წრფითაა გამოსახული (ნახ. 4).

 

ნახ. 4.

გარე ძალის მოდულის x ღერძისადმი დამოკიდებულება ზამბარის დაჭიმვის დროს

 

ნახ. 4–ზე სამკუთხედის ფართობიდან შეიძლება განისაზღვროს მუშაობა, რომელსაც ზამბარის მარჯვენა, თავისუფალ მხარეს მოდებული გარე ძალა  ასრულებს:

\(A=\frac{kx^{2}}{2}\)

ამავე ფორმულით გამოისახება ზამბარის შეკუმშვისას შესრულებული მუშაობა. ორივე შემთხვევაში დრეკადობის ძალის \(\vec{F}_{dach}\) მიერ შესრულებული მუშაობა მოდულით ტოლია გარე \(\vec{F}\) ძალის მიერ შესრულებული მუშაობისა და საწინააღმდეგო ნიშანი აქვს.

თუ სხეულზე რამოდენიმე ძალაა მოდებული, ყველა ძალის სრული მუშაობა ტოლია თითოეული ძალის მიერ შესრულებული მუშაობების ალგებრული ჯამისა. გადატანითი მოძრაობისას, როცა ყველა ძალის მოდების წერტილები ერთიდაიგივე გადაადგილებას ასრულებს, ყველა ძალის სრული მუშაობა ტოლია მოდებული ძალების ტოლქმედი მუშაობისა. დროის ერთეულში ძალის მიერ შესრულებულ მუშაობას სიმძლავრე ეწოდება. \(N\) სიმძლავრე ფიზიკური სიდიდეა, რომელიც \(A\) მუშაობის იმ  \(t\) დროსთან ფარდობის ტოლია, რომლის განმავლობაშიც შესრულდა ეს მუშაობა:

\(N=\frac{A}{t}.\)

საერთაშორისო სისტემაში (\(Si\)) სიმძლავრის ერთეულს ვატი (ვტ) ეწოდება. ვატი  ისეთი ძალის სიმძლავრის ტოლია, რომელიც 1 წამის განმავლობაში 1 ჯოულ მუშაობას ასრულებს.

1ვტ=1ჯ/1წმ.