შეკითხვა: | ბატონო ოლეგ, მე გვიან ჩავერთე ამ საიტში და ეხლა აღარ მოგასვენებთ.(თქვენი იუმორიც გავიგე.) ისევ ესკალატორზე უნდა გკითხოთ.გედენიძეში ვკითხულობთ: ესკალატორის მიმართ სიჩქარის გადიდებისას თუ მეტი საფეხური დათვალაო, მაშინ ესკ. თანხვდენილი მიმართულებით მოძრაობდაო. მოდი, სამი ადამიანი დავაყენოთ სამ პარალელურ ესკალატორზე ზუსტად შუაში უკუღმა და ჩავურთოთ ესკალატორი. ერთი, რომელიც ძალიან ზარმაცია, ერთ ან ორ ნაბიჯს გადაადგამს და ამასობაში ესკალატორი ზევით აიყვანს. მეორე უფრო გაისარჯება და მეტ საფეხურს დაითვლის. მესამე, რომელსაც ზუსტად ესკალატორის სიჩქარე ექნება, ეხლაც იქ არის, და სანამ პასუხს არ მომწერთ, არ გავჩერდებიო, იძახის. მეთანხმებით? |
---|---|
პასუხი: | მესამე, რომელსაც ზუსტად ესკალატორის სიჩქარე ექნება, ეხლაც იქ არის ჩამოსვი თუ ქალი ხარ.... თუმც ახლა ალბათ მეტრო უკვე გააჩერეს და ეშველა იმ უკუღმართს ... მართალი ხარ: უკუღმა მოძრაობისას დასკვნა, რომ ესკალატორის მიმართ სიჩქარის გადიდებისას თუ მეტი საფეხური დათვალაო, მაშინ ესკ. თანხვდენილი მიმართულებით მოძრაობდაო. არამართებულია..... ესკალატორის მოძრაობის საწინააღმდეგოდ მოძრაობის დროსაც ( ოღონდ ბიჭის საკუთარი სიჩქარე ნაკლები უნდა იყოს ექსკალატორის სიჩქარეზე) სიჩქარის გაზრდით იგი ამ შემთხვევაშიც მეტ საფეხურებს დათვლის ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იგი შედარებით დიიიდხანს იმოძრავებს: მაააააგრამ თუ ბიჭს ზემოთ ელოდება შეყვარებული(ასეთი იუმორით მე განვაახლე ეგ ამოცანა და ამ გვერდზევე დავდევი... ალბათ წაიკითხე) და უი?... მუშაობს მხოლოდ ზემოდან ქვემოთ ჩამომავალი ექსკალატორი, მაშინ ზემოთ ასასვლელად ცხადია ბიჭმა უნდა განავითაროს ექსკალატორზე მეტი საკ სიჩქარე და ამ შემთხვევაში იგი დათვლის გაცილებით მეტ საფეხურს, ვიდრე უძრავი ექსკალატორის შემთხვევაში. და თუ იგი საკუთარ სიჩქარეს გაზრდის(ქოშინი ახლა უნდა ნახო.... ზემოთ სასწრაფოც უნდა დაახვედრო) მაშინ ეს მეტობა იქნება შედარებით ნაკლები....მოკლედ! მეტი საკ სიჩქარით მოძრაობისას დათვლილი საფეხურების რიცხვი მართლაც იქნება ნაკლები. მაგ:....დავუშვათ უძრავი ექსკალატორი შიცავს 600 საფეხურს.... ექსკალატორი მოძრაობს ქვემოდან ზემოთ 30 საფ/წმ-ით 1) ბიჭი ქვემოთ .... შეყვარებული ელოდება ზემოთ. ა--- ბიჭის საკ სიჩქარე ქვემოდან ზემოთ 10 საფ/წმ,......... მაშინ ასვლის დრო=600/(30+10)= 15 წმ... დათვლ საფეხურების რიცხვი = 150 ბ--- ბიჭის საკ სიჩქარე ქვემოდან ზემოთ 20 საფ/წმ,........ მაშინ ასვლის დრო=600/(30+20)= 12 წმ... დათვლ საფეხურების რიცხვი = 240 2) უკუმა ... ბიჭი ქვემოთ.... სიდედრი ელოდება ზემოთ ა--- ბიჭის საკ სიჩქარე უკუმა ზემოდან ქვემოთ 10 საფ/წმ,......... მაშინ ასვლის დრო=600/(30-10)= 30 წმ... დათვლ საფეხურების რიცხვი = 300 ბ--- ბიჭის საკ სიჩქარე უკუმა ზემოდან ქვემოთ 20 საფ/წმ,........ მაშინ ასვლის დრო=600/(30-20)= 60 წმ... დათვლ საფეხურების რიცხვი =1 200 3) დაბოლოს ფორსმაჟორი ... ბიჭი ქვემოდან უნდა ავიდეს ზემოდან ჩამამავალ ექსკალატორზე ა--- ბიჭის საკ სიჩქარე ქვემოდან ზემოთ 40 საფ/წმ,......... მაშინ ასვლის დრო=600/(40-30)= 60 წმ... დათვლ საფეხურების რიცხვი = 2400 ბ--- ბიჭის საკ სიჩქარე ქვემოდან ზემოთ 50 საფ/წმ,........ მაშინ ასვლის დრო=600/(50-30)= 30 წმ... დათვლ საფეხურების რიცხვი = 1500 ---------------------------
|