შეკითხვა: | ავიღოთ ორი ნაწილაკი და მათ ინერციის ცენტრთან დაკავშირებული ათლის სისტემა, ვთქვათ ეს ნაწილაკები მოძრაობენ გარკვეული სიჩქარეებით რატომ არის რომ ამ ინერციის ცენტრთან დაკავშIრებულ ათვლის სისტემაშI მათი იმპულსების ჯამი უდრის ნულს |
---|---|
პასუხი: | გამარჯობა ზაქრო! ვთქვათ ეს ნაწილაკები მოძრაობენ გარკვეული სიჩქარეებით... 1) სიჩქარეებით ინერციის ცენტრის მიმართ და 2) ეს სიჩქარეები ამ ორმა ნაწილაკმა შეიძინეს მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად... ანუ სისტემა ამ ორი ნაწილაკისა არის ჩაკეტილი... წარმოიდგინე სამყარო ერთადერთი ჭიაყელით... დამკვირვებელი(შენი გონება დახუნძლული ამ საიტზე მიღებული ცოდნით როდესაც ნავის ერთი ბოლოდან გადადიხარ მეორე ბოლოში ნავი/ადამიანის ინერციის (სიმძიმის) ცენტრი რჩება მუდმივი.. ეს გადასვლა ხდება ადამიანი/ ნავის ურთიერთქმედების შედეგად -- ურთიერთქმედების პროცესში ორივე იძენს მოდულით ტოლ და ურთიერთსაპირისპირო იმპულსებს. აქაც ნავი/ ადამიანის სისტემა ნავის გასწვრივი ჰორიზონტალური მიმართულებით არის ჩაკეტილი. ამის თაობაზე ერთი კარგი ამოცანაც მაქვს გარჩეული ამ საიტზე. ---------------------- კაცოო... შენ ის ჩვენი ზაქრო არა ხააარ?
|