შეკითხვა: | ორი თანამგზავრი ბრუნავს დედამიწის გარშემო. პირველი თანამგზავრის ორბიტის რადიუსი k - ჯერ მეტია, ვიდრე მეორე თანამგზავრის ორბიტის რადიუსი: R1/R2=k. რისი ტოლია პირველი თანამგზავრის სიჩქარის შეფარდება მეორის სიჩქარესთან v1/v2? მადლობას გიხდით წინასწარ. |
---|---|
პასუხი: | თანამგზავრის ორბიტალურ მოძრაობას უზრუნველყოფს დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც თანამგზავრს ანიჭებს ცენტრისკენულ ჩქარებას --- aც = v2 /R დაწერე ნიუტონის მეორე კანონები ორივე შემთხვევისათვის: \(G\frac{Mm_{1}}{R_{1}^{2}}=m_{1}\frac{v_{1}^{2}}{R_{1}}\Rightarrow G\frac{M}{R_{1}}=v_{1}^{2}\) ........(1) ანალოგიურად ...................\(G\frac{M}{R_{2}}=v_{2}^{2}\) .......(2) შეაფარდე (2) / (1) და მიიღებ .........??????? ---------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|