შეკითხვა: | გამარჯობა, იქნებ რამდენიმე კითხვაში დამეხმაროთ(გავჭედე :///) 1. რატომ არ მოძრაობს ვერტიკალურ წრფეზე სხეული, რომელიც გადმოვარდა ვერტმფრენიდან მისი ჰორიზონტალური ფრენის დროს? 2. რატომ არ შეიძლება მოძრავი ავტობუსიდან გადმოხტომა??(არ ვაპირებ :DD უბრალოდ ფიზიკური ახსნის პოვნა ვერ მოვახერხე :DD) 3. ბურთი რომელიც მოთავსებულია თანაბრად მოძრავი მატარებლის მაგიდაზე, ამოძრავდა მატარებლის მოძრაობის მიმართულებით. რა ცვლილებები მოხდა მატარებლის მოძრაობაში?(აქ მგონია რომ გაჩერდა პატივცემული მატარებელი მაგრამ ამ გაჩერებით რა მოხდა... ჰო.. საინტერესოა.. ) დამეხმარეთ ძალიანა გთხოოვთ |
---|---|
პასუხი: | კარგი ბიჭი ხარ!... 1) რატომ არ მოძრაობს ვერტიკალურ წრფეზე სხეული, რომელიც გადმოვარდა ვერტმფრენიდან მისი ჰორიზონტალური ფრენის დროს? პირველი და მთავარი:... აუცილებლად უნდა უგულებელვყოთ ჰაერის ზეგავლენა - სხეულის მოძრაობას მხოლოდ დედამიწის მიზიდულიბის ძალის(იგივე სიმძიმის ძალის) გავლენით სხეულის თავისუფალ ვარდნას უწოდებენ. მეორე: მოძრაობა (უძრაობაც) ფარდობითია, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობის ტრაექტორიაც, გადაადგილებაც, გავლილი მანძილიც და სიჩქარეც სხვადასხვა დამკვირვებლის მიმართ სხვადასხვაა... ანუ, ჰორიზონტალურად თანაბრად მოძრავი ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი ტვირთი (რამეთუ იგი გადმოვარდნამდე ამ ვერტმფრენს ''ეკუთვნოდა'' - იგივე ვერტმფრენის სიჩქარით მოძრაობდა) ვერტმფრენის მიმართ იმოძრავებს ვერტიკალურად ქვევით ...ტვირთი ყოველთვის ვერტმფრენის ქვეშ ვერტიკალის გასწვრივ მოძრაობს - იტყვის პილოტი (ხაზგასმით ვამბობ, რომ ჰაერის გავლენას არ ვითვალიწინებთ ... რეალურ შემთხვევაში ტვირთი ნამდვილად ჩამორჩება ვერტმვრენს) მაგრამ სულ სხვაგვარად აღწერს ამ ტვირთის მოძრაობას დედამიწაზე უძრავად მყოფი დამკვიებვებელი: -- ტვირთი მრუდ წირზე(პარაბოლაზე) მოძრაობს-ო...(რეალურ შემთხვევაში ტრაექტორია ისევ მრუდი წირი იქნება, მაგრამ არა პარაბოლა) 2) როგორ არ შეიძლება კაცო ისე, მაინც ჯობს არ გადმოხტე .. ნუ გაიხდი უკვანტავ საქმეს საკვანტავად 3) უფრო სწორად მატარებელი დამუხრუჭდა(შესაძლებელია ბოლომდე არც გაჩერდა) და ბურთმა ინერციით განაგრძო მოძრაობა ( სხეულის მიერ სიჩქარის შენარჩუნების მოვლენას ინერციას უწოდებენ) ------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |