წონა

ძალას, რომლითაც სხეული მოქმედებს ჰორიზონტულ საყრდენზე ან ვერტიკალურ საკიდზე დედამიწის მიზიდულობის გამო, წონა ეწოდება.

 

ყურადღებით!  წონა არის ძალა, შესაბამისად, იზომება ნიუტონებში.  [P]=ნ

ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, სხეულის წონა არის დრეკადობის ძალასთან (საყრდენის რეაქცია, ძაფის დაჭიმულობა) წყვილში მოქმედებს. ანუ თავისი ბუნებით წონა არის დრეკადობის ძალა, რომელიც აღიძვრება საყრდენში ან საკიდში! წონის ძალის ვექტორი მოდებულია საყრდენზე ან საკიდზე, ანუ შესაბამისად, თუ არ არის საყრდენი ან საკიდი, არ არის არც წონა.

 

ზოგადად სრულდება შემდეგი თანაფარდობები:

 - ნიუტონის მეორე კანონი

- ნიუტონის მესამე კანონი.

შესაბამისად:  - ეს არის ზოგად შემთხვევაში წონის გამოსათვლელი ფორმულა.

Х ღერძზე მდგენელებში:    განვიხილოთ სამი შემთხვევა (იხ. ნახატი).    

P=mg არის სხეულის წონა უძრაობის მდგომარეობაში ან წრფივ და თანაბარი მოძრაობის დროს.

P=m(g-a) არის სხეულის წონა, როცა  აჩქარების ვექტორი თავისუფალი ვარდნის აჩქარების ვექტორის მიმართულებით არის მიმართული. ამ შემთხვევაში წონის ძალა მოდულით ნაკლებია სიმძიმის ძალაზე. 

როცა a=g P=0 ეს არის უწონადობის მდგომარეობა. ანუ, თუ სხეული თავისუფლად ვარდება მას წონა არ აქვს.

P=m(g+a) არის სხეულის წონა იმ შემთხვევაში, როცა აჩქარების ვექტორი თავისუფალი ვარდნის აჩქარების ვექტორის მიმართულების საპირისპიროდ არის მიმართული.

  - ზედატვირთვა.

მფრინავები და კოსმონავტები განიცდიან 5 -7-მაგ ზედატვირთვას. მაქსიმალური სტატიკური ზედატვირთვა ადამიანისთვის არის - 13g, დინამიკური (მოკლეხანგრძლივობის) - 20g-მდე.