წნევა

თუ სხეულზე მოქმედებს ზალა და ამ ზალის მოქმედების გამო ეს სხეული დეფორმირდება, მაშინ ამ ძალას ხშირად წნევის ძალას უწოდებენ. წნევის ზალის როლი შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ძალამ (სხეულის წონა, რომელიც საყრდენის დეფორმირებას ახდენს; ძალა რომელიც სხეულს მიაჭერს რაიმე ზედაპირს და ა.შ.). სკალარულ ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც სხეულზე ზედაპირის მართობად მოქმედი ძალის ამ ზედაპის ფართობთან ფარდობის ტოლია, ეწოდება წნევა: .

 

 

 

Si სისტემაში წნევის ერტეულია პასკალი(პა). წნევა უდრის 1 პა-ს, თუ 1მ2 სხეულის ზედაპირზე მის პერპენდიკულარულად მოქმედებს 1ნ ძალა

1პა=ნ/მ2

 

არქიმედეს (ამომგდები) ძალა.

1. სიტხის ან აირის ბოძის წნევა.

, სადაც S არის ფართობი, h - სითხის ან აირის ბოძის სიმაღლე, ρ - აირის ან ბოძის სიმკვრივე.

ყურადღება! სითხის ან აირის ბოძის წნევა (ჰიდროსტატიკური წნევა) არ არის დამოკიდებული ჭურჭლის ფორმაზე.

P=ρgh

2. ამომგდები ძალის წარმოშობის მიზეზები.

p3=p4 , რადგან სიღრმეები ერთნაირია.

F2>F1, რადგან სიღრმე h2>h1.

Fამომდდები=F- F1     -   ამომგდები ძალის წარმოქმნის მიზეზი არის სხვადასხვა სიღრმეზე მოქმედი წნევის ძალების სხვაობა!

Fამომგდები=p2S -p1S=Sgρ(h2 - h1)= gρV,

სადაც ρ - სითხის ან აირის სიმკვრივეა,

V - მოცულობა სხეულის ჩაძირული ნაწილისა.

რადგან m=ρV არის სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მასა, ამიტომ Fამომგ=Fარქ.=mსიტხg=Pსითხ

Fარქ=ρსითხgVსხ

სითხეში (ან აირში) ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს ამომგდები ძალა, რომელიც სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის (ან აირის) წონის ტოლია.

 

3. სითხეში ან აირში ჩაძირული სხეულის წონა.

უძრაობის მდგომარეობაში P0=mg. თუ სხეული ჩაძირულია სითხეში ან აირში, მაშინ P=P0-Fარქ0 - Pსითხ

სითხეში (ან აირში) ჩაძირული სხეული წონაში იკლებს იმდენს, რამდენსაც იწონის მის მიერ გამოდევნილი სითხე (ან აირი).

P=mg-ρსითხgVსხ

4. სხეულის ცურვის პირობები.

 თუ:

  • Fარქ >mg  - სხეული ამოცურდება, მანამ, სანამ ზალები არ გატოლდება.
  • Fარქ<mg   - სხეული იძირება.
  • Fარქ=mg   - სხეული ცურავს სიტხის (აირის) ნებისმიერ წერტილში სადაც ეს პირობა სრულდება.

5. ამწევი ძალა.

Fამწ=Fარქ-mg  - მაქსიმალური წონა, რის დაკავებაც შეუძლია მოცურავე სხეულს.