სტატიკა. წონასწორობის პირობები. სხეულთა წონასწორობა.

სტატიკა - ,მექანიკის განყოფილება, რომელშიც განიხილება სხეულთა წონასწორობა.

სხეულთა წონასწორობა - მექანიკური სისტემის მდგომარეობა, რომელშიც სხეულები რჩება უძრავი არჩეული ათვლის სისტემის მიმართ.

სხეულთა წონასწორობა ბრუნვითი მოძრაობის არარსებობისას (ძალების მოქმედების წირები ერთ წერტილში გადაიკვეთება): სხეუკზე მოქმედი ყველა ძალის ვექტორული ჯამი ნულის ტოლია (ნებისმმიერ ღერძზე ყველა ძალის მდგენელების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია).  ან

ძალის მომენტი - ტოლია ძალის ნამრავლისა მის მხარზე: 

ძალის მხარი - მანძილი ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე. (აღინიშნება ასოებით ℓ ან d).

ძალის მომენტი, რომელიც სხეულს აბრუნებს საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ითვლება დადებითად, საათის ისრის მიმართულებით - უარყოფითად.

მასათა ცენტრი - წერტილი, რომელზეც უნდა გადიოდეს ძალთა მოქმედების წირი, რომ ამ ძალის მოქმედებით სხეული გადაადგილდეს გადატანითად.

სიმძიმის ცენტრი - სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალის მოდების წერტილი. მიზიდულობის ერთგვაროვან ველში მასათა ცენტრი და სიმძიმის ცენტრი ერთმანეთს ემთხვევა.

 

ბერკეტი (არქიმედეს ბერკეტი).

ბერკეტის სახესხვაობები: ჭოჭონაქი, ჟალამბარი.

ბერკეტის წონასწორობის პირობა: ძალების ფარდობა უკუპროპორციულია მათი მხრების ფარდობისა.

"მექანიკის ოქროს წესი": იგებ ძალაში აგებ მანძილში.

სხეულთა წონასწორობა ბრუნვის არარსებობისას (ძალების მოქმედების წრფეები ერთ წერტილში არ იკვეთება):

1. სხეულზე მოქმედი ველა ძალის ვექტორული ჯამი ტოლია ნულის;

2. ნებისმიერი წერტილის მიმართ სხეულზე მოქმედი ყველა ძალეის მომენტების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია.

ანუ 

ძალტა წყვილი: წყვილის მომენტი:     

წყვლის გაწონასწოპრება არ შეიძლება ერთი ძალით (ტოლი სიდიდის)!

მაგალითები: გასაღებით ქანჩის მოჭერა, დენიანი ჩარჩოს ბრუნვა მაგნიტურ ველშიდა ა.შ.                               

წონასწორობის პირობები:

მდგრადი: წონასწორობის მდგომარეობიდან სხეულის მცირე გადახრისას წარმოიშობა ძალა, რომელიც ცდილობს დააბრუნოს სხეული საწყის მდგომარეობაში.

განურჩეველი: სხეულის მცირე გადახრისას სხეული რჩება უძრავი.

არამდგრადი: წონასწორობის მდგომარეობიდან სხეულის მცირე გადახრისას წარმოიქმნება ძალა, რომელიც ცდილობს გაზარდოს ეს გადახრა.

მდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში სხეულს აქვს მინიმალური პოტენციური ენერგია. ამ მდგომარეობიდან სხეულის გამოყვანით მისი პოტენციური ენერგია იზრდება. თუ სხეულზე მუშაობას ასრულებს სიმძიმის ძალა, მაშინ მდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში სხეული იმყოფება მინიმალურ შესაძლო სიმაღლეზე.

ყველა სხეული მიისწრაფის მინიმალური პოტენციური ენერგიისკენ. (პოტენციური ორმო).

 

საყრდენიან სხეულთა წონასწორობა:  სიმძიმის ზალის მოქმედების წრფე გადის საყრდენის ფაღტობში (პიზის კოშკი). ღაც უფრო ქვევით არის სიმძიმის ცენტრი, მით უფრო მდგრადია წონასწორობა.