კაპილარული მოვლენები |
|
1. დასველებისა და არადასველების მოვლენა. ა) სითხეს, რომელიც მყარი სხეულის ზედაპირზე თხელ აპკად იშლება, მოცემული მყარი სხეულის დასველებადი ეწოდება. ბ) სითხეს, რომელიც მყარი სხეულის ზედაპირზე არ იშლება, არამედ წვეთად იკვრება, მოცემული მყარი სხეულის არადასველებადი ეწოდება. დასველებადობის ზომად გამოიყენება q კუთხე დასველებად ზედაპირსა და სითხის ზედაპირის მხებს შორის. ამ კუთხეს დასველების კუთხე ეწოდება. 2. თანაფარდობა , და შორის. წონასწორობის დამყარებისას სხეულების (თხევადი, მყარი და აირადი) საზღვრებზე საზღვრის თითოეული ელემენტზე მათ შორის იმოქმედებს სამი ძალა: - სითხესა და გაზს შორის, - მყარ სხეულსა და სითხეს შორის და - მყარ სხეულსა და აირს შორის. სითხის გაშლა მოხდება, თუ (პროექციებში) ? Fსმ+Fსგcosθ.
წინასწორობის პირობიდან: = Fსმ+Fსგcosθ. აქედან cosθ=
თუ Fსმ < Fმგ, то соsθ>0, სითხე დასველებადია. თუ Fსმ > Fმგ, то соsθ<0, სითხე არადასველებადია. თუ Fმგ-Fსმ> Fსმ, წონასწორობა არ სრულდება. ასეთი მდგომარეობა ნიშნავს, რომ სითხე სრულად ასველებს მყარ სხეულს, მიჯნავს რა მის ზედაპირს გაზისგან. |
|
3. სითხის ქცევა ჭურჭლის კედელთან ა) სითხე არის ჭურჭელში, რომლის კედლებიც სველდება. სითხე კედელზე ადის ზევით, რადგან სითხის მოლეკულების ურთიერთქმედების ძალები კედელთან მეტია თვით სითხის მოლეკულებს შორის ურთიერთქმედების ძალებზე. ბ) ჭურჭლის კედლები არადასველებადია. სითხის მოლეკულებს შორის ურთიერთქმედების ძალები მეტია სითხის მოლეკულების კედელთან ურთიერთქმედების ძალებზე. სითხის გამრუდებულ ზედაპირს მყარ სხეულთან მისი შეხების საზღვართან ახლოს მენისკს უწოდებენ. |
|
4. წნევა გამრუდებულ ზედაპირს ქვეშ. - გამრუდებულ ზედაპირს ქვეშ ჭარბი წნევა, გამოწვეული ზედაპირული დაჭიმულობით. თუ ზედაპირი ამოზნექილია - წნევა იზრდება, თუ ჩაზნექილია - მცირდება. |
|
5. კაპილარული მოვლენები კაპილარები - წვრილი მილაკები, ძარღვები. კაპილარული მოვლენები - კაპილარებში სითხის აწევა ან დაწევა. - კაპილარში სითხის ბოძის სიმაღლე ან არადასველებადი სითხის დონეებს შორის სხვაობა კაპილარსა და ჭურჭელში. |