ერთი ძალა, რომელიც მყარ სხეულზე მომოდებულ ძალთა სისტემის სრულად ექვივალენტურად მოქმედებს. ძალთა სისტემას აქვს ტოლქმედი მხოლოდ მაშინ, თუ მისთვის არსებობს წერტილი, რომლის მიმართაც სისტემის ძალთა მთავარი მომენტი ნულის ტოლია. ტოლქმედი ძალა ტოლია სისტემის ყველა ძალთა გეომეტრიული ჯამისა და მოდებულია მიყვანის ცენტრში ანუ წერტილში სადაც ძალთა მოქმედების წირები იკვეთება.