ნივთიერებისა - ერთი და იმავე ნივთიერების მდგომარეობები, რონლებიც განსხვავდებიან ნაწილაკების სითბური მოძრაობების ხასიათებით. ჩვეულებრივ ანსხვავებენ სამ აგრეგატულ მდგომარეობას: აირადი, თხევადი და მყარი; ხანდახან აქ ამატებენ პლაზმურ მდგომარეობასაც. ნივთიერების ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობას გარკვეულ  გარემო პირობები (ტემპერატურა, წნევა) შეესაბამება, რომელთა შეცვლა იწვევს ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას.