ხელსაწყო, ატმოსფერული წნევის გასაზომად. უფრო ხშირად გვხვდება დეფორმაციული ბარომეტრები, რომელთაც, მაგალითად, მიეკუთვნება ბარომეტრ-ანეროიდი. ასეთ ბარომეტრში ატმოსფერული წნევის ცვლილებისას იღუნება მემბრანა, რომელიც ხურავს აირგამოტუმბულ ყუთს, ამასთან ხდება ისრის გადახრა, რომლიც ბერკეტების საშუალებით არის დაკავშირებული მემბრანასთან. სითხიანი ბარომეტრის (მაგ., ტორიჩელის ვერცხლისწყლიანი ბარომეტრი) მოქმედება დაფუძნებულია ატმოსფეროს წნევის ძალის სითხის სვეტის წნევის ძალით გაწონასწორებაზე.