მაგნიტური ინდუქციის წირები – წარმოსახვითი წირები, რომელთა მეშვეობით შეიძლება მაგნიტური ველის სივრცეში განაწილება გრაფიკულად  გამოვსახოთ. ავლებენ ისე, რომ სივრცის მოცემულ წერტილში მაგნიტური ინდუქციის ვექტორი ამ წერტილში წირის მხების გასწვრივ იყოს მიმართული.