გაზებში – ელექტრული ველის მოქმედებით აირში ელექტრული დენის გავლის გოვლენა. ადგილი რომ ჰქონდე ელექტრულ განმუხტვას აუცილებელია აირში დენის მატერებლების, თავისუფალი ელექტრონებისა და იონების არსებობა. არჩევენ არათავისთავად ელექტრულ განმუხთვას, როცა გამტარობა გამოწვეულია გარე იონიზატორის მოქმედებით, და თავისთავად ელექტრულ განმუხტვას, როცა რომელიც გრძელდება გარე იონიზატორის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. არათავისთავადი განმუხტვის თავისთავადში გადესვლის მოვლენას აირის ელექტრულ გარღვევას უწოდებენ.