ფარადეის რიცხვი – ფიზიკური მუდმივა, რომელიც ელემენტარული ელექტრული მუხტის ავოგადროს რიცხვზე ნამრავლის ტოლია.  F=e.NA. იმ მუხტის ტოლია, რომლის ელექტროლიტში გავლისას ელექტროდზე ერთი მოლი ერთელემენტიანი ნივთიერების გამოყოფას იწვევს.  F=(96484,56±0,27) კ/მოლი