- 1) აბსოლუტური - სიდიდე, რომელიც ტოლია ვაკუუმში სინათლის სხივის სიჩქარის ფარდობისა მოცემულ გარემოში სინათლის ფაზურ სიჩქარესთან: \(n=\frac{c}{v}\). გამოკიდებულია გარემოს ქიმიურ შემადგენლობაზე, მის მდგომარეობაზე (ტემპერატურა, წნევა და ა.შ.) და სინათლის სიხშირეზე (იხ. სინათლის დისპერსია). 2) ფარდობითი - (სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი მეორე გარემოსი პირველის მიმართ) სიდიდე, რომელიც ტოლია პირველ გარემოში ფაზური სიჩქარის ფარდობისა მეორე გარემოში ფაზურ სიჩქარესთან: \(n_{21}=\frac{v_{1}}{v_{2}}\) . ფარდობითი გარდატეხის მაჩვენებელი ტოლია მეორე გარემოს აბსოლუტური გარდატეხის მაჩვენებლის ფარდობისა პირველი გარემოს აბსოლუტურ გარდატეხის მაჩვენებელთან \(n_{21}=\frac{n_{2}}{n_{1}}\) .