შეკითხვა:

ჩხირებიანი(სპიცებიანი) ბორბლის ბრუნვისას გარკვეულ სიხშირეზე ჩხირები(სპიცები) აღარ ჩანს 

თუ შეიძლება ამიხსნათ ეს მოვლენა. როგორია დამოკიდებული ამ შემთხვევაში ბრუნვის სიხშირე ბრუნვის პარამეტრებზე.

წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი:

ვთქვათ ველოსიპედი მოძრაობს 18 კმ/სთ სიჩქარით     v =18 კმ/სთ = 5 მ/წმ .ამ დროს   ბორბლის კიდურა წერტილებიც ამ სიჩქარით ბრუნავენ წრეწირზე. დავუშვათ ბორბლის დიამეტრი d= 50 სმ = 0, 5 მ -ია (ნორმალური შემთხვევაა არა?) მოდი გამოვთვალოთ ბრუნვის სიხშირე ამ შემთხვევისათვის ;           \(\nu = \frac{1}{T}=\frac{v}{2\pi R}=\frac{v}{\pi d}=\frac{5}{3,14\cdot 0,5}\approx 3\)   წმ-1 

ანუ ბორბალი ამ შემთხვევაში ერთ წამში  სამ ბრუნს ასრულებს. ბორბლის გამოსახულებაც  თვალის ბადურაზე ამ სიხშირით იბრუნებს. ასეთი სიხშირის ინფორმაციის  თავის ტვინამდე  გადაცემა კი თვალის ნერვს უჭირს. (აბა სცადე  ამ სიხშირით თვალების ''კვარკვალი"cheeky)

----------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე