e-max.it, posizionamento sui motori

მრავალი ფიზიკური მოვლენა, რომელიც ბუნებასა და ჩვენს გარემომცველ ცხოვრებაში დაიკვირვება, შეუძლებელია აიხსნას მექანიკის, მოლეკულარულ-კინეტიკური თეორიის და თერმოდინამიკის კანონებით. ამ მოვლენებში თავს იჩენს გარკვეული მანძილით დაშორებულ სხეულებს შორის მომქმედი ძალები, რომლებიც არაა დამოკიდებული ურთიერთქმედი სხეულების მასებზე, და ე.ი. არ წარმოადგენენ გრავიტაციულ ძალებს. ამ ძალებს ელექტრომაგნიტურ ძალებს უწოდებენ.

ელექტრომაგნიტური ძალების არსებობა ჯერ კიდევ ძველი ბერძნებისთვის იყო ცნობილი. მაგრამ სისტემატური, რაოდენობრივი შესწავლა იმ ფიზიკური მოვლენებისა სადაც ვლინდება სხეულების ელექტრული ურთიერთქმედება მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო. მრავალი მეცნიერის ძალისხმევით XIX საუკუნეში დასრულდა ელექტრული და მაგნიტური მოვლენების შემსწავლელი  თანმიმდევრული მეცნიერების შექმნა. ეს მეცნიერება ფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, და მას ელექტროდინამიკა ეწოდება.

ელექტროდინამიკის შესწავლის ძირითად ობიექტებს ელექტრული მუხტებისა და დენების მიერ წარმოქმნილი ელექტრული და მაგნიტური ველები წარმოადგენენ.